მზესუმზირა გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში სამეწველო დანიშნულებით, უმეტესად მოჰყავთ
კახეთის რეგიონში (სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი...)
მზესუმზირას მარცვლები მდიდარია
✅კალციუმით
✅მაგნიუმით
✅В ჯგუფისა და A, E და D ვიტამინებით.
ხალხურ მედიცინაში მზესუმზირის ზეთი გამოიყენება
✅კუჭ-ნაწლავის ✅ფილტვებისა ✅ღვიძლის დაავადებების დროს.
მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა, გვალვაგამძლეა და ხანმოკლე სუსხსაც იტანს ?(უძლებს გაზაფხულის წაყინვებს -5-60C ტემპერატურამდე)
საქართველოში მზესუმზირა ითესება ურწყავ რაიონებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგში ტენის მაქსიმალურად დაგროვებას და შენახვას. ☝️ ამ მიზნით წინამორბედი კულტურის აღებისთანავე მიმართავენ ნაწვერალის აჩეჩვას და მზრალად ხვნას.?☘️
მსხვილი, თანაბარი და მაღალი აღმოცენების უნარის მხონე თესლით თესვა ერთ-ერთი მთავარი პირობაა მზესუმზირის უხვი მოსავლიანობისა.
მზესუმზირის თესლი გაღივებისთვის საჭიროებს ტენის საკმაოდ დიდ რაოდენობას, ამიტომ გაზაფხულზე ის უნდა დაითესოს რაც შეიძლება ადრე.
მზესუმზირა გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში სამეწველო...