მარცვლეულ და საბურღულე კულტურების ჯგუფში გამორჩეული ადგილი უკავია სასურსათო კულტურას   ხორბალს. 

 

 მარცვლეულ და საბურღულე კულტურების ჯგუფში გამორჩეული ადგილი უკავია სასურსათო კულტურას _ ხორბალს.
იგი სასურსათო კულტურათა ოქროს ფონდშია შესული და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის არსებობასა და საქმიანობაში. სხვა პურეულთან შედარებით მას ახასიათებს ნახშირწყლებისა და ცილების ყველაზე სასარგებლო შეფარდება მაღალხარისხოვანი წებოგვარათი. ამით არის განპირობებული მისი განსაკუთრებული პოლიმორფიზმიც-ფორმათა იშვიათი სიმრავლე, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულებით.

მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14 სახეობა ხარობს, მათგან 5 ენდემური. ასეთებია:
☑️მახა,
☑️ზანდური,
☑️ჩელტა ზანდური,
☑️ქართული ასლი და დიკა.
ამით დასტურდებაა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის წარმოშობის კერაა.
საქართველოში ხორბლის კულტურა ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ნაწილში. ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, აგრეთვე, ადრე გაზაფხულზე.
საშემოდგომოდ დათესილი ხორბლის აღების შემდეგ ნაწვერალი ნახევრად ანეულის წესით უნდა დამუშავდეს. ნაწვერალი იხვნება წინასწარი აჩეჩვის გარეშე, თავთავიანი კულტურის აღებისთანავე, 22-25 სმ სიღრმეზე. სარეველების გამოჩენისთანავე უნდა ჩატარდეს დაფარცხვითი კულტივაცია. ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურები _ ლობიო, სოია და მწვანე საკვებად ან თივად ნათესი ერთწლიანი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით დაკავებული მინდორი. 
საქართველოს პურეულის ნათესებში ხორბალი, სიმინდის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო თავთავიანებს შორის _ პირველზე. ხორბლის ნათესი ფართობები საქართველოში, ძირითადად არის ☑️საგარეჯოს ☑️სიღნაღის
☑️დედოფლისწყაროს ☑️გორის ☑️ხაშურის და ქარელის რაიონებში.

      • შ.პ.ს აგროსიმა, თბილისი, წერეთლის გამზირი 116, "დიდუბე პლაზა" 2 სართული.,
      • ტელ: +995 591 023 215

რუქა

We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. Cookie policy. I accept cookies from this site. Agree