ტემპი 20 წხფ

ტემპი 20 წხფ 1კგ
0.1კგ
✅ მარაგშია
სისტმური მოქმედების ინსექტიციდი
- შემადგენლობა: აცეტამიპრიდი 200გ/კგ
- პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი ( WP )
- მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი
მახასიათებლები: ნეონიკოტინოიდური ჯგუფის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება, ბუგრების, თრიფსების, ფარვანას, ჩრჩილების, ფრთათეთრების, კოლორადოს ხოჭოსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატი კარგად გადაადგილდება მცენარეში და ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით (14-21 დღე). პრეპარატს აქვს სისტემური მოქმედების უნარი. ტემპი თავსებადია უმეტეს ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანების მიმართ. პრეპარატი ერთნაირად ეფექტურია როგორც დაბალი, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს.
თავსებადობა: ტემპი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.