მიდფილდი 5 ეკ

მიდფილდი 5 ეკ 1ლიტრი
✅ მარაგშია
სისტემური მოქმედების ჰერბიციდი
- შემადგენლობა: კვიზალოფოპ-პ-ეთილი 50 გ/ლ
- პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი ( EC )
- მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი
მახასიათებლები: სისტემური ჰერბიციდი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
მაღალი ეფექტი მიიღწევა პრეპარატის სარეველების აქტიური ვეგეტაციის პერიოდში გამოყენებისას. (შალაფა, ერთწლოვანი თივაქასრა, ღვარძლი, ძურწა, დურღენი და თავკომბალა, გლერტა, შვრიუკა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, ჩვეულებრივი თივაქასრა, ლელი და სხვა.)
მიდფილდი მოქმედებას იწყებს შესხურებიდან 4-10 დღის შემდეგ. სასურველი შედეგი შეიმჩნევა ერთწლოვნებში 7-10 დღეში, მრავალწლოვნებში 14-20 დღეში.