ფოსბელ 80 სფ

ფოსბელ 80 სფ 0.25 კგ - 20.00 ლარი
1 კგ - 77.78 ლარი
5 კგ - 380.00 ლარი
✅ მარაგშია
- შემადგენლობა: ალუმინის ფოსეთილი 800გ/კგ
- პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (WP)
- მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი
მახასიათებლები: ფოსბელ 80 არის დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი, რომელიც სწრაფი ტემპით შთაინთქმება მცენარეების ფოთლებისა და ფესვების მიერ და ახდენს ტრანსლოკაციას მცენარის შიგნით, გადაადგილდება წვენთან ერთად როგორც ზედა ისე ქვედა მიმართულებით, ამ თვისების გამო იგი უპერატესია სხვა ფუნგიციდებთან შედარებით. ფოსბელ 80 მოქმედებს სპორების გაღვივების და მცენარეში შეღწევადობის გზით. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში დაავადების გამომწვევის შეღწევის წინააღმდეგ.
შეთავსებადია სხვა პესტიციდებთან და სასუქებთან გარდა სპილენძის ბაზაზე დამზადებულისა და გოგირდისა.