ზერმატი სკ

ზერმატი სკ 0.1 ლიტრი - 17.00 ლარი
1 ლიტრი - 171.25 ლარი
✅ მარაგშია
სისტემური ფუნგიციდი
შემადგენლობა: აზოქსისტრობინი 250გ/ლ
პრეპარატურული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (SC)
მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია
მახასიათებლები: ზერმატი არის უნივერსალური სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების ფუნგიციდი, რომელიც სტრობილურინების ანალოგების ოჯახს მიეკუთვნება. მასში შემავალი ნივთიერება აზოქსისტრობინი გაოირჩევა უნიკალური თვისებებით, ერთდროულად ებრძვის როგორც ჭრაქის ასევე ნაცრის პათოგენს, გადაადგილდება მცენარის სისტემაში და იცავს მას ხანგრძლივი პერიოდით. აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, თრგუნავს პათოგენის უჯრედებს დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი გააჩნია მაღალი ეფექტი ვაზის, ხორბლის, ქერის, პომიდვრისა და სხვა მცენარეების ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.