პირიქემი სკ

პირიქემი 1 ლ - 95.00 ლარი
✅ მარაგშია
სისტემური მოქმედების ფუნგიციდი
- შემადგენლობა: პირიმეთანილი 400გ/ლ
- პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი ( SC )
- მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია
მახასიათებლები:
მაღალეფექტური, სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, ბოსტნეული კულტურებისა და ვაზის ნაცრისფერი სიდამპლეების (ბოტრიტისი) გამომწვევი პათოგენის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრიმეთანილს გააჩნია გამორჩეული თვისება გადანაწილებისა დამუშავების შემდეგ - ფუმიგაციური, ტრანსამინალური და სისტემური გადანაწილების ხარჯზე.
უპირატესობები:
სწრაფად იჭრება მცენარის ფოთლებში
აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები
აქტიურია დაბალ ტემპერატურაზეც
სისტემური მოქმედებით მცენარეში პრეპარატის სრული განაწილება
ახასიათებს მაღალი მდგრადობა წვიმით ჩამორეცხვისა და მზის რადიაციის მიმართ.