პლატინ კაპტანი 50 სფ

პლატინ კაპტანი 50 სფ 1 კგ
✅ მარაგშია
კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი
- შემადგენლობა : კაპტანი 50% (500გ/კგ)
- პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (WP)
- მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი
მახასიათებლები
პლატინ კაპტანი არის ფართო სპექტრის საიმედო კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ვაზის, ხეხილის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა ქეცი, ნაცარი, ჭრაქი, სიდამპლეები, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი, ფოთლის სიხუჭუჭე. პლატინ კაპტანი არის სწრაფი და ძლიერი მოქმედების ფუნგიციდი, ხასიათდება რეზისტენტობის დაბალი რისკით. პრეპარატი ნაკლებად ფიტოტოქსიკურია, გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა ფუტკარსა და სასარგებლო მწერებზე.
უპირატესიბები
- ხასიათდება სწრაფი და ძლიერი მოქმედებით
- აქვს რეზისტენტობის განვითარების დაბალი რისკი
- პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის
თავსებადობა
პლატინ კაპტანი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან, გარდა ზეთოვან და ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა.