კომპანია აგროსიმა 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული ხარისხის პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მცეანარეთა დაცვის საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. (ესპანეთი, იტალია).
დაარსების დღიდან აგროსიმა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე ქართველი ფერმერებისთვის.
კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს თბილისში. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
„აგროსიმა“-ს აქვს ექსკლუზიური თანამშრომლობის შეთანხმება 4 წამყვან ევროპულ კომპანიასთან („პრობელტე ს.ა.უ“- ესპანეთი , „ფერტინაგრო ბიოტექ“-ესპანეთი, „ფერტიბერია ს.ა“-ესპანეთი, „ქემია ს.პ.ა“- იტალია) პესტიციდების და აგრიქიმიკატების მიმართულებით, ხოლო ამერიკულ კომპანია „ვერმონტსიდთან“ სათესლე მასალის მიმართულებით.
მიმდინარე წლის პორტფელში კომპანია ფერმერებს სთავაზობს 50 დასახელების როგორც ქიმიური, ასევე ბიო (ორგანული) პესტიციდსა და აგროქიმიკატს, რომლის რაოდენობის მაჩვენებელიც ყოველწლიურად მზარდია. „აგროსიმა“-ში წარმოდგენილი ყველა პესტიციდი დამზადებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და ფლობენ საერთაშორისო სერთიფიკატებს.
“აგროსიმა”-ში შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებისკენ. გუნდი ყოველთვის მზადაა გაუზიაროს გამოცდილება და დაეხმაროს მომხმარებელს სხვადასხვა კულტურების დაცვის სქემების შემუშავებაში როგორებიცაა: ვაზი, კურკოვნები, კაკლოვნები, მარცვლეული, ბაღჩა-ბოსტნეული, კენკროვნები და სხვა.
კომპანიის ძირითადი მოტივია მომხმარებლების მიერ მიღებული ეფექტური შედეგები და ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
„აგროსიმა“ დაარსების დღიდან ეტაპობრივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის და კონსულტაციის შეთავაზებით ფერმერებისთვის.
ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ ევროპულ, უმაღლესი სტარნარტების დაცვით დამზადებულ პრეპარატებს, ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველა პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ევროსტანდარტით. თითოეული ჩვენი პარტნიორი ფლობს ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს როგორებიცაა: ISO 9001, ISO 14001, OHSAS 18001, AENOR, IQNET
კომპანიის მიზანია ევროპული სტანდარტების სრული გაზიარება და პრაქტიკაში რეალიზება, ფერმერებისთვის კულტურათა დაცვის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ბიომეურნეობის ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება ფერმერებში.
#აგროსიმახარისხიანიმოსავლისთვის