პრობელტე

პრობელტე

პრობელტე გრუპი (PROBELTE GROUP) წარმოადგენს საერთაშორისო და დამოუკიდებელ ჯგუფს იმ კომპანიებისა რომლებიც ოპერირებენ ფიტოსანიტარულ სექტორში, ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და ბიოტექნოლოგიური ჯანმრთელობის მეცნიერების მიმართულებით.

პრობელტე ს.ა. (PROBELTE, S.A.) დაარსდა როგორც კომპანია, რომლის მიზანიც იყო მცენარეთა სიჯანსაღის შემანარჩუნებელი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია. კომპანია დაარსდა 1970 წელს მისი დამფუძნებლის, ბატონი ანტონიო ბელმონტეს (Mr. Antonio Belmonte) მიერ. დღეს მისი ანტრეპრენერული სული და ბიზნესისადმი მიდგომა შენარჩუნებულია მის ოჯახში ბატონი ხოსე მანუელ კაზანოვას (Mr. Jose Manuel Casanova) სახით, რომელიც ამჯერად უძღვება ზრდის ახალ ეტაპს. იგი დაფუძნებულია უსაფრთხოებისადმი უმაღლესი დონის მკაცრ მიდგომაზე, ჩვენი ბრენდების პროდუქტების ეფექტურობასა და ხარისხზე.

ამჟამად პრობელტე ფიტო (PROBELTE FITO) არის კორპორაციის ფლაგმანი, რომელსაც ფიტოსანიტარიის სექტორში 45-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ მივისწრაფვით იმგვარი პროდუქტების შემუშავებისკენ, რომლებიც გააუმჯობესებენ ხარისხს და რაოდენობას იმ საკვებისა, რომელიც იზრდება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მუდმივად განვითარებადი სოფლის მეურნეობის გზით და ამავდროულად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ბალანსი გარემოსთან, ამ საკითხში კი პრობელტემ დაამტკიცა რომ ის მოწინავეა.

პრობელტე ბიოტექნოლოგია (PROBELTE BIOTECHNOLOGIA) არის ჯგუფის მესამე ინოვაციური მიმართულება რომელიც მიმართულია R&D+i ბიოაქტიურ და მაღალ დონეზე გაწმენდილ პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

პრობელტეს (PROBELTE) საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობა და მნიშვნელობის ზრდა კორპორაციასთან ერთად წლების განმავლობაში იზრდებოდა. დღესდღეობით, ჩვენ, ისე როგორც არასოდეს, მზად ვართ თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით, ყველა გეოგრაფიულ არეალამდე მისაწვდენად, სერიოზულ მიდგომაზე, მოვალეობის გრძნობასა და კლიენტების ორმხრივ ერთგულებაზე დამყარებული შეთანხმებების მისაღწევად.

ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა სრულად ემყარება პრობელტეს ფართო გამოცდილებს, რაც შეიძლება თავმოყრილ იქნას სპეციალიზაციის ყველა მიმართულებით არსებულ სრულყოფილ ღირებულებებში.

სრულყოფილება ადამიანურ ღირებულებებში. ფრთხილმა დაგეგმვამ და ამომწურავმა შერჩევის პროცესმა შედეგად გამოიღო სასიცოცხლო მეცნიერებების მიმართულებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის წევრებიც აშკარა მაღალი დონის და კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან. ფაქტია, რომ კვლევის მიმართულებით უმაღლესი პოზიციის მქონე პირები ფლობენ თავიანთი სპეციალიზაციის დოქტორის ხარისხს. კომპანიის მენეჯმენტს გააჩნია განსაკუთრებული მიდგომა იმ მიზნით, რათა მოხდეს გუნდური ფასეულობების შენარჩუნება, რაც ეფუძნება პატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას და პროფესიონალურ მხარდაჭერას.

სრულყოფილება კვლევაში. ნიჭიერ მკვლევარებთან ერთად ჩვენი კორპორაციის უდიდეს ფასეულობას უდავოდ წარმოადგენს სრულყოფილება კვლევაში. PROBELTE-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული განვითარებული პროდუქტების ხერხემალს წარმოადგენს ის ძლიერი ფილოსოფიური ტრადიციები, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული კვლევაში, განვითარებასა და ახალი გადაწყვეტების ინოვაციაში. სწორად დადგენილი და აღიარებული R&D ბიოლოგიური პროდუქტების კულტურა ხელს უწყობს ახალი ბიოლოგიური ფორმულირებების აღმოჩენას, აგრეთვე მომავლის გლობალური სოფლის მეურნეობის მდგრადობასა და ეფექტურობას.

სრულყოფილება ტექნოლოგიებში. ჩვენი ინდუსტრიული საწარმოები, რომლებიც ჯგუფის სათაო ოფისების შორიახლოს მდებარეობს, აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით და შეესაბამება საკვები ფორმულირებებისა და პროდუქტების სათანადო წარმოებასა და დაცვას. ჩვენი ოთხივე პროცედურა მიმდინარეობს GMP ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მკაცრი დაცვით და იმ გარემოს დაცვითი ფილოსოფიის შესაბამისად, რომელიც სცდება ამჟამინდელ კანონმდებლობას.

ეს ყოველივე უკავშირდება დიდ მისიას, რომელიც გააჩნია PROBELTE FITO-ს როგორც აწმყოს და აგრეთვე მომავლის ფიტოსანიტარულ კომპანიას; ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანთა ცხოვრების ხარისხი იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც ხელს უწყობს განვითარებულ და მოთხოვნად სოფლის მეურნეობის რაციონალურ გამოყენებასა და პრაქტიკას.

პრობელტე ფიტო (PROBELTO FITO) მხარს უჭერს მცენარეთა სიჯანსაღისთვის განკუთვნილი პროდუქტების წახალისებას იმგვარი კვებითი პროდუქტების მდგრადი წარმოების კუთხით, რომლებიც არის უსაფრთხო, ჭარბი, მაღალი ხარისხის და ფართოდ ხელმისაწვდომი. ჩვენი, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტებში ესპანეთის ბაზრის ლიდერის მთავარი გამოწვევაა ბაზარს შევთავაზოთ გარანტირებული ხარისხის მქონე პროდუქციის ფართო არჩევანი და ამ მიზნით ინოვაციური კუთხით მუდმივად მიმდინარეობს განვითარებისკენ სწრაფვა, რათა ხელშეწყობილ იქნას სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტი მდგრადობა.

პრობელტე ფიტოს (PROBELTE FITO) მიერ შემოთავაზებული პროდუქტების სპექტრი ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია ბაზარზე, რისი დამსახურებაცაა შემოთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება და ხარისხი. ის სრულად შეესაბამება ფერმერთა მოთხოვნებს ინტეგრირებული პროდუქციის განვითარების კუთხით, რაც პასუხობს დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნილებებს.

პრობელტე ფიტო (PROBELTE FITO) ამაყობს თავისი დიდი და თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ტერიტორიით, რომელიც ფარავს 40,000-ზე მეტ კვადრატულ მეტრს ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ფორმულირებისა და ფერმენტაციის საწარმოებით - აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით და აგრეთვე ექსპერიმენტული სათბურებით.

პრობელტე ფიტოს (PROBELTE FITO) მინიჭებული აქვს სერტიფიკატები მკაცრი და აღიარებული ხარისხის კონტროლის, გარემოს დაცვითი და უსაფრთხოების წესების მიმართულებით და განკარგავს ქვემოთ მოცემულ R&D+i ინფრასტრუქტურას:

ფიტოსანიტარულ ლაბორატორიას GLP სერტიფიკატით, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სამი სახის აქტივობა: ფიზიკურ-ქიმიური ტესტები, პროდუქციის საველე გამოცდები და საწარმოს დონეზე ფიტოსანიტარული პროდუქტების ნარჩენების ანალიზი.

მიკრობიოლოგიისა და ფერმენტაციის ლაბორატორია.

ინსტრუმენტალური ანალიზის ლაბორატორია.

მულტიფუნქციური საპილოტე საწარმო.

ექსპერიმენტული სათბური.

R&D-ში ჩვენ მიერ ჩადებული განგრძობადი ძალისხმევა ყოველთვის ფოკუსირებულია პროდუქციის კვლევაზე და იმგვარ პროცესებზე რომლებიც შეესაბამება მდგრადობის ყველაზე მკაცრ სამეცნიერო პრინციპებს და ბუნებისადმი პატივისცემას.