რიტმუსი, ეკ

ინსექტიციდები

რიტმუსი, ეკ

75.00

მარაგშია

     

    

  • შემადგენლობა: დელტამეტრინი 25გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (EC)
  • მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი 🇪🇸

 

  • მახასიათებლები 

რიტმუსი არის კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა კომპლექსისგან დასაცავად. მას აქვს საკმაოდ ფართო მოქმედების სპექტრი (ბუგრები, ფაროსანა, ყურძნის ჭია, ნაყოფჭამიები კოლორადოს ხოჭო, მავნე ბუზები, თრიფსები), რომელიც მოქმედებს კონტაქტის და ჩაყლაპვის გზით. ის ადვილად და სწრაფად აღწევს მწერების, ტკიპების და სხვა მავნებლების თხელ აპკში და ანადგურებს მათ. გამოირჩევა მაღალეფექტურობით და ჩამორეცხვის დაბალი რისკით. მოხმარების შემდეგ არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე. პრეპარატი ეფექტურობას ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურაზეც (+30°C).

  • უპირატესობები
  • ◾მავნებელების ფართო სპექტრის კონტროლი
  • ◾რიტმუსს აქვს ხანგრძლივი დაცვითი უნარი
  • ◾ეფექტურობის შენარჩუნება +30°C გრადუსზეც კი
  • ◾ჩამორეცხვის დაბალი რისკი
  • ◾აქვს სწრაფი მოქმედების უნარი
  • ◾გააჩნია დაბალი დოზირება

 

  • თავსებადობა

რიტმუსი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა მავნებელი გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ხორბალი, ქერი 0.075-0.25 მავნე კუსებურა, ჭია წურბელა, ბუგრები, თრიფსები, პურის ხოჭოები, მარცვლოვანთა ბუზები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
ვაზი 0.4-0.5 ფოთლიხვევიები, ბუგრები, ხვატრები, ყურძნის ჭია                             შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
ატამი 0.5 აღმოსავლური ნაყოფჭამია შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
სიმინდი 0.5

ბამბის ხვატარი, სიმინდის ღეროს ფარვანა, თრიფსები, ბუგრები

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
გოგროვნები (საზამთრო, ნესვი) 0.15-0.5 ბუგრები, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
კარტოფილი 0.18-0.5 კოლორადოს ხოჭო ბუგრები, ხვატრები, კარტოფილის ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
მზესუმზირა 0.09-0.3 ბუგრები, ხვატრები, მზესუმზირის ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 60(1)
მარწყვი 0.15-0.25 ბუგრები, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(1)
თხილი, კაკალი, ნუში 0.3-0.5 ნაყოფჭამიები, ბუგრები, მაჟაურა, ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
ვაშლი, მსხალი 0.3-0.5

ნაყოფჭამიები, ბუგრები, ფსილები, ფოთოლრწყილები, მინაფრთიანა, მაჟაურა, ჩრჩილები, მზომელები

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
ხახვი, ნიორი 0.5 ბუგრები, თრიფსები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
ზეთისხილი 0.3-0.5

ზეთისხილის ბუზი, ზეთისხილის ჩრჩილი, ზეთისხილის ჭიჭინობელა, ბუგრები

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
სატაცური 0.3-0.5 ბურები, ფოთოლჭამიები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში -(2)
თამბაქო 0.15-0.5 ბუგრები, თრიფსები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(1)
პომიდორი, ბადრიჯანი 0.15-0.5 ბუგრები, ხვატრები, თრიფსები, ბოსტნეულის მწვანე ფაროსანა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(2)
რაფსი 0.09-0.3 ბუგრები, ფოთოლჭამია ხოჭოები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 45(2)
კომბოსტო 0.12-0.5 ბუგრები, ხვატრები, კომბოსტოს ჩრჩილი, ჯვაროსანთა ბაღლინჯო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(1)
სტაფილო 0.5 ბუგრები, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
ბოლოკი 0.5 ბუგრები, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
პრასი 0.15-0.5 ბუგრები, ხვატრები, პრასის ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
ისპანახი 0.15-0.5 ბუგრები, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
ჭარხალი 0.25-0.5 მდელოს ფარვანა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია