სლენდერი სკ

ფუნგიციდები

სლენდერი სკ

მარაგშია

  • სისტემური მოქმედების ფუნგიციდი
  • შემადგენლობა : ბოსკალიდი 200 გ/ლ + კრეზოქსიმ-მეთილი 100 გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (SC)
  • მწარმოებელი: "Clone Kimya", თურქეთი 🇹🇷

 

  • მახასიათებლები
  • სლენდერი არის სისტემური მოქმედების სამკურნალო და აღმომფხვრელი ორკომპონენტიანი, მაღალეფექტური ფუნგიციდი, რომელიც აერთიანებს მოქმედების ორ განსხვავებულ მექანიზმს. იგი უზრუნველყოფს მცენარის საიმედო, ხანგრძლივ და კომპლექსურ დაცვას სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრისგან, როგორიცაა ნაცარი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი) და ალტერნარიოზი.
  • ბოსკალიდი აღწევს მცენარის ქსოვილში, მოძრაობს აღმავალი მიმართულებით (ქსილემაში) და ბლოკავს სოკოს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას, რაც იწვევს პათოგენის სიკვდილს.
  • კრეზოქსიმ-მეთილი ეკუთვნის სტრობილურინების ჯგუფს. იგი ფიქსირდება ფოთლის ზედაპირზე ცვილისებრ ფენაში, ნაწილობრივ აღწევს ფოთლის მეორე მხარეს (ტრანსლამინარულად) და აჩერებს სოკოს განვითარებას.
  • ეს კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტურია ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების დასაცავად.

 

  • უპირატესობები:
  • ◾აქვს ორმაგი დაცვის უნარი
  • ◾მოქმედების ფართო სპექტრი
  • ◾გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი
  • ◾არ არის ფიტოტოქსიკური

 

  • თავსებადობა
  • სლენდერი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.24-0.3

ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 28(3)
ვაშლი, მსხალი, კომში 0.25-0.4 ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი, ფოთლის ლაქიანობა, მონილიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 14(3)
ატამი, გარგარი, ვაშლატამა,ქლიავი, ალუბალი, ბალი 0.25-0.4 მონილიოზი, ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი, კოკომიკოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 14(3)
კაკლი, თხილი, ნუში, ფისტა 0.25-0.4 ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი, მონილიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 14(3)
საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა     0.2-0.3 ნაცარი, ალტერნარიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე 10-15 დღის ინტერვალით. 3(2-5)
პომიდორი (დახურული გრუნტი) 0.3-0.4 ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 3(2-3)
წიწაკა, ბოსტნეული 0.24-0.3 ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით 3(3-5)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია