მარაგშია





სისტემური ჰერბიციდი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
მაღალი ეფექტი მიიღწევა პრეპარატის სარეველების აქტიური ვეგეტაციის პერიოდში გამოყენებისას. (შალაფა, ერთწლოვანი თივაქასრა, ღვარძლი, ძურწა, დურღენი და თავკომბალა, გლერტა, შვრიუკა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, ჩვეულებრივი თივაქასრა, ლელი და სხვა.)
მიდფილდი მოქმედებას იწყებს შესხურებიდან 4-10 დღის შემდეგ. სასურველი შედეგი შეიმჩნევა ერთწლოვნებში 7-10 დღეში, მრავალწლოვნებში 14-20 დღეში.
| კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სარეველა | გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | 1.0 |
მრავალწლიანი მარცვლოვნები (გლერტა, შალაფა) |
ნათესების შესხურება გლერტას 15 - 20 სმ სიმაღლისას და შალაფას 2 - 3 ფოთლის ფაზაში | -(1) |
| საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა, ყაბაყი | 1.0 | მრავალწლოვანი მარცვლოვნები (გლერტა, შალაფა, ჭანგა) | ნათესების შესხურება გლერტას 15 - 20 სმ სიმაღლისას და შალაფას 2 - 3 ფოთლის ფაზაში | -(1) |
| პომიდორი, კარტოფილი | 1.0 |
ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები (ბურჩხა, შალაფა, გლერტა) |
ნათესების შესხურება კულტურის 15-20 სმ სიმაღლის და სარეველების განვითარების 3 - 6 ფოთლის ფაზაში |
-(1) |
| მზესუმზირა | 1.0 | ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები (გლერტა, შალაფა, ძურწა, ბურჩხა, მდელოს მელაკუდა, თივაქასრა, შვრიელა, ქვრიმა, ველური ქერი) | ნათესების შესხურება სარეველების 3 - 4 ფოთლის ფაზაში | -(1) |
| ხახვი, ნიორი | 1.0 |
ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები (შალაფა, ბურჩხა, ძურწა) |
ნათესების შესხურება კულტურის 15 – 20 სმ და სარეველების - შალაფას 3 - 5 ფოთლის ფაზაში, ძურწას და ბურჩხას 10 – 15 სმ სიმაღლისას | -(1) |
| წითელი ოსპი | 0.75-1.0 |
ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები (ვენახის მელაკუდა, შვრიუკა) |
ნათესების შესხურება კულტურის 8 – 12 სმ სიმაღლის და სარეველების 2- 4 ფოთლის ფაზაში |
-(1) |
| წიწიბურა | 0.75-1.0 | ერთწლიანი მარცვლოვნები (ვენახის მელაკუდა, შვრიუკა) |
ნათესების შესხურება კულტურის 8 – 12 სმ სიმაღლის და სარეველების 2- 4 ფოთლის ფაზაში |
-(1) |
| ჭარხალი, სალათის ფურცელი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო | 1.0 | ერთწლიანი და მრავალწლოვანი მარცვლოვნები (შალაფა, გლერტა,შვრიუკა, მხოხავი ჭანგა, ბურჩხა) | ნათესების შესხურება სარეველების განვითარების 2 -4 ფოთლის ფაზაში, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა | -(1) |
| სოია | 1.0 | ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები (ბურჩხა, შალაფა, გლერტა, ვენახის მელაკუდა) | ნათესების შესხურება სარეველების განვითარების 3 -6 ფოთლის ფაზაში | -(1) |
| კაკლოვნები (კაკალი, ნუში, თხილი) | 1.0 | მრავალწლოვანი მარცვლოვნები (გლერტა, შალაფა) | შესხურება სარეველების განვითარების 2-4 ფოთლის ფაზაში, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა | -(1) |
| მარწყვი | 1.0 | მრავალწლოვანი მარცვლოვნები (გლერტა, შალაფა) | შესხურება სარეველების განვითარების 2-4 ფოთლის ფაზაში, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა | -(1) |