 
                                მარაგშია


დრიკელ 50 - წყალში ხსნადი კრისტალური სასუქი რკინის ხელატი EDDHA-ს ფორმით, რომლის შემადგენლობაშიც არის რკინა 6%. EDDHA ფორმის ხელატი განაპირობებს რკინის შეთვისების სტაბილურ უნარს PH-ის ფართო დიაპაზონში (3-11).
ამდენად, დრიკელის გამოყენება იდეალურ ეფექტს იძლევა მაღალი PH-ის მქონდე და კარბონატულ ნიადაგებში.სასუქი განკუთვნილია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის, გამოიყენება როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში, ფერტიგაციით და ფოთლოვანი შესხურებით.
დრიკელ 50 გამოიყენება შემოდგომით ან თებერვალში ფერტიგაციით. ასევე გაზაფხულზე ქლოროზის პრევენციისთვის. ორთო-ორთო იზომერის მაღალი შემცველობის წყალობით, აჩვენებს ძლიერ ხსნადობას და მაღალ სტაბილურობას ნიადაგში, ასევე მოქმედების მდგრადობას და სიჩქარეს რკინის დეფიციტის განკურნებასა და პრევენციაში.
ნებადართულია ორგნულ მეურნეობებში გამოსაყენებლად!
| კულტურა | ახალგაზრდა მცენარე კგ/ჰა | ზრდასრული მცენარე კგ/ჰა | 
| ვაზი | 8-15 | 15-20 | 
| კურკოვნები | 10-30 | 20-30 | 
| მსხალი, ვაშლი | 5-10 | 30-40 | 
| ციტრუსი | 10-20 | 20-30 | 
| კაკლოვნები | 8-15 | 20-30 | 
| მარწყვი | 0.5-1/100ლ წყალში | - | 
| ზეთისხილი | 8-15 | 20-30 | 
| კივი | 5-10 | 20-30 | 
| ჰიდროპონიკა | 0.5-1/100ლ წყალში | - |