არ არი მარაგში
ესპანური პრეპარატი ბელურ-ტ, რომელიც წარმოადგენს სისტემურ ჰერბიციდს ფართეფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ აღმოცენების შემდგომ პერიოდში. პრეპარატი სწრაფად იჭრება სარეველას ქსოვილში და გადაადგილდება მის ზრდის წერტილებისკენ.
მგრძნობიარე სარეველების ზრდა ჩერდება დამუშავებიდან 2-3 საათში.
პრეპარატის მოქმედების ხილული სიმპტომების გამოვლენა ხდება დამუშავებიდან 5-10 დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 12-18 დღის შემდეგ.
ბელურ-ტ ეფექტურია შემდეგ სარეველებზე: ერთწლოვანი ორლებნიანი
ფართეფოთლოვანი სარეველები (ნაცარქათამა, ლემა, მინდვრის მდოგვი, ჯიჯლაყა, ნარი, ყაყაჩო, ცერცველა, ღიღილო, ბოლოკურა, ხოვერა, ყანის ჩიტისთვალა)
კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა გ/ჰა | სარეველა | გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, ტრიტიკალე, ქერი, შვრია, ჭვავი |
15-20 | ერთწლოვანი ორლებნიანი ფართეფოთლოვანი სარეველები (ნაცარქათამა, ლემა, მინდვრის მდოგვი, ჯიჯლაყა, ნარი, ყაყაჩო, ცერცველა, ღიღილო, ბოლოკურა, ხოვერა, ყანის ჩიტისთვალა და სხვა) |
შესხურება სარეველის 2-3 ფოთლის ფაზაში კულტურის ბარტყობის დამთავრებამდე |
-(1) |