მარაგშია

მახასიათებლები:
FITO PK 30-20 წარმოადგენს მაღალკონცენტრირებულ ფოსფორ-კალიუმიან სასუქს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მცენარეთა ზრდისა და მსხმოიარობის ფაზებში გამოყენებისთვის. ფოსფორი უზრუნველყოფს მცენარის ზრდა-განვითარებას, რაც ზრდის მცენარის საკვები ელემენტების ათვისების უნარს და აჩქარებს ყვავილობის დაწყებას. კალიუმი მონაწილეობს წყლის ბალანსის რეგულაციაში, ზრდის გვალვის, სიცივისა და სხვა სტრესფაქტორებისადმი გამძლეობას, აძლიერებს ნაყოფის შეფერილობას, გემოსა და შენახვის უნარს. სასუქის დაბალანსებული ფორმულა განსაკუთრებით ეფექტურია ნაყოფის ჩამოყალიბების, შაქრების დაგროვებისა და მოსავლის მომწიფების პერიოდში.
| კულტურა | ფერტიგაცია ლ/ჰა | ფოთლოვანი შესხურება (100 ლიტრ წყალზე) |
| ვაზი | 3-5 | 150-250 |
| კურკოვანი ხეხილი | 3-5 | 150-250 |
| თესლოვანი ხეხილი | 3-5 | 150-250 |
| კაკლოვნები | 3-5 | 150-250 |
| მოცვი | 3-5 | 150-250 |
| პომიდორი | 3-5 | 150-250 |
| მარცვლოვნები | 3-5 | 150-250 |