სიმაპროლი

ინსექტიციდები

სიმაპროლი

მარაგშია

  • სისტემური მოქმედების ინსექტიციდი
  •  შემადგენლობა: ქლორანტრანილიპროლი 200გ/ლ
  • ჯგუფი: 28
  • პრეპარატურული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (SC)
  • მწარმოებელი: "Hailir Pesticides and Chemicals Group" ჩინეთი 🇨🇳

 

  • სიმაპროლი წარმოადგენს ახალი თაობის, მაღალეფექტურ სისტემურ ინსექტიციდს, რომელიც შექმნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული) მავნებლების ფართო სპექტრისგან დასაცავად. პრეპარატი გამოირჩევა ძლიერი ტრანსლამინარული მოქმედებით, რაც უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერების მცენარის ქსოვილებში სწრაფ შეღწევასა და თანაბარ განაწილებას. სიმაპროლი განსაკუთრებით ეფექტურია ქერცლფრთიანების (Lepidoptera) რიგის მავნებლების წინააღმდეგ და უზრუნველყოფს მოსავლის ხანგრძლივ, საიმედო დაცვას.

 

  • უპირატესობები
  • ◾მაღალი ოვაციდურ-ლარვიციდული აქტივობა
  • ◾დაცვის ხანგრძლივი პერიოდი
  • ◾მოქმედების უნიკალური მექანიზმი და სწრაფი ეფექტი
  • ◾მდგრადობა ნალექების მიმართ
  • ◾მავნებლების ფართო სპექტრის კონტროლი

 

  • თავსებადობა

სიმაპროლი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა მავნებელი გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.1-0.2 ყურძნის ჭია შესხურება მავნებლის 
გამოჩენისთანავე
14(2)
ატამი,ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი 0.1-0.2 აღმოსავლური ნაყოფჭამია, 
ვაშლის ნაყოფჭამია
შესხურება მავნებლის 
გამოჩენისთანავე
14(2)
კაკალი, თხილი, ნუში, ფისტა 0.1-0.2 თხილის ნაყოფჭამია, აღმოსავლური ნაყოფჭამია შესხურება მავნებლის 
გამოჩენისთანავე
14(2)
სიმინდი 0.1-0.2 სიმინდის ფარვანა, ბამბის ხვატარი შესხურება მავნებლის 
გამოჩენისთანავე
14(2)
პომიდორი, ბოსტნეული 0.1-0.2 ტუტა აბსოლუტა, მენაღმე ჩრჩილი, კოლორადოს ხოჭო, ხვატრები შესხურება მავნებლის 
გამოჩენისთანავე
14(2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია