"აგროსიმა" ქიმიურ პესტიციდებთან ერთად გთავაზობთ ბიო (ორგანულ) ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის სერთიფიცირებულ პრეპარატებს, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია ორგანულ სოფლის მეურნეობაში
ორგანული მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო სისტემა, რომელიც იყენებს ორგანული წარმოშობის პრეპარატებს და სასუქებს, როგორიცაა კომპოსტის ნაკელი, მწვანე სასუქი და ძვლის ფქვილი.
ბიო მეურნეობა ამცირებს პესტიციდების, ჰერბიციდების და სხვა მავნე ქიმიკატების გამოყენებას, რომლებიც აბინძურებენ ნიადაგის ძირითად ფლორას და ფაუნას.
რა არის პლასტ ოფ L და რატომ უნდა გამოვიყენოთ?
პლასტ ოფ L-ი წარმოადგენს წაბლის ტანინების შემცველ ნატურალურ პროდუქტს.
ცნობილია, რომ მსგავსი ნივთიერებები მოქმედებენ როგორც ეფექტური ელისტორები. მათ გააჩნიათ მცენარეების დამცავი რეაქციის სტიმულირების და ბუნებრივი პროცესების აქტივაციის უნარი ზოგიერთი არახელსაყრელი ბიოტური და აბიოტური ხასიათის ფაქტორის წინააღმდეგ. გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის ვეგეტაციის ნებისმიერ დროს, მათ შორის ყვავილობის პერიოდში.
პლასტ ოფ L-ის გამოყენება გეგმიური წამლობების დროს აძლიერებს მის ეფექტურობას და მნიშვნელოვნად ამცირებს პესტიციდების დოზებს.
განსაკუთრებით ეფექტურია წვიმების შემდგომ და მაღალი ტენიანობის პირობებში როდესაც მცენარე ძალზედ მგრძნობიარეა და ადვილად ავადდება. ამგვარად, თუ გარემო ხელს უწყობს სოკოების და ბაქტერიების განვითარებას, პლასტ ოფ L-ი ქმნის მცენარის ზედაპირზე ძალზე თხელ წებოვან ფენას და იცავს მას სოკოების და ბაქტერიების შეღწევისგან მცენარეში.
ის სასარგებლო და ბიოდეგრადირებადია, მასში აღწევს ჟანგბადი და მას გააჩნია ტრანსპირაციის (სითხის დაკარგვის) შემცირების უნარი ცხელ პერიოდში (მაღალ ტემპერატურებზე)
პლასტ ოფ L-ი ავლენს მაღალ ადჰეზიის უნარს დამუშავებულ ზედაპირებზე; ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ბარიერი გარე აგენტების წინააღმდეგ.
პლასტ ოფ L-ი ასტიმულირებს დამუშავებული მცენარეების ზრდას და აფერხებს სოკოვანი დაავადებების განვითარებას.
პროდუქტის ორგანული ბუნებიდან გამომდინარე პლასტ ოფ L-ი უზრუნველყოფს მოსავლის რაოდენობის და ხარისხის ზრდას.
უპირატესობები:
პლასტ ოფ L-ი გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, 8-1.0 ლ/100 ლ წყალზე, მინიმუმ 2.5 ლ/ჰა დოზით