მარაგშია
განზო წარმოადგენს პრევენციული, სამკურნალო და სისტემური მოქმედების მაღალეფექტურ ფუნგიციდს მრავალ კულტურაში (ვაზი, ვაშლი, ატამი, კიტრი, პომიდორი, საზამთრო, ნესვი, მარწყვი) გამოსაყენებლად ისეთი დაავადებების წინააღმდეგ როგორიცაა: ნაცრი, ქეცი, ანთრაქნოზი, ფიტოფტოროზი და სხვა. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება მიკლობუტანილი იწვევს დაავადების გამომწვევი პათოგენის სწრაფ განადგურებას. განზო ერთნაირად ეფექტურად იცავს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფს. პრეპარატი მეტად ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენებისას.
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.
კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | დაავადება | გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაზი | 0.2-0.3 | ნაცარი, შავი სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობის დასრულებამდე 14 დღიანი ინტერვალით | 20(3) |
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ქლიავი) | 0.4-0.5 | მონილიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით | 15(3) |
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი) | 0.3-0.4 | ნაცარი, ქეცი, მონილიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი ინტერვალით | 20(3) |
გოგროვნები (კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა) | 0.3-0.4 | ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-10 დღიანი ინტერვალით | 10(3) |
კაკლოვნები (კაკალი, ნუში, თხილი) | 0.15-0.3 |
ანთრაქნოზი, ქერქის დაზიანება |
2-3 პროფილაქტიკური დამუშავება 10-12 დღეში, და შემდეგ საჭიროებისას | 15(2) |
მარწყვი | 0.2-0.3 | ნაცარი, ფოთლების ლაქიანება, ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14 დღიანი ინტერვალით | 10(2-3) |
ჟოლო, მაყვალი | 0.2-0.4 | ნაცარი, ყვითელი ჟანგა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში პირველივე სიმპტომების გამოჩენისას | 15(2-3) |
პომიდორი | 0.2-0.3 | ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14 დღიანი ინტერვალით | 10(3) |