მარაგშია
პინაზოლი არის ბიო პრეპარატი თხევადი გოგირდის შემცველობით, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი კულტურის დასამუშავებლად, ის გამოირჩევა ორმაგი მოქმედების მექანიზმით.გააჩნია როგორც ფუნგიციდური უნარი, ნაცრის წინააღმდეგ ასევე აკარიციდური უნარი, ტკიპებისა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ. პინაზოლი მცენარის ზედაპირზე ქმნის დაცავ ბარიერს, რის საშუალებითაც აფერხებს პათოგენი სოკოს სპორების სასიცოცხლო აქტივობას და განვითარებას და ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.
პინაზოლი გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ფოთლოვანი შესხურების გზით, 3-5 ლ/ჰა დოზით.
თავსებადია სხვა პესტიციდებთან, გარდა ზეთოვანი და ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური