ზერმატი სკ

ფუნგიციდები

ზერმატი სკ

135.00

მარაგშია

  

   

 

  • სისტემური ფუნგიციდი
  • შემადგენლობა: აზოქსისტრობინი 250გ/ლ 
  • პრეპარატურული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (SC)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები

ზერმატი არის უნივერსალური  სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების ფუნგიციდი, რომელიც სტრობილურინების ანალოგების ოჯახს მიეკუთვნება. მასში შემავალი ნივთიერება აზოქსისტრობინი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, ერთდროულად ებრძვის ათეულობით დაავადების გამომწვევ პათოგენს ( ჭრაქი, ნაცარი, ალტერნარიოზი, სეპტორიოზი, პერენოსპოროზი, ფიტოფტოროზი, კლასტეროსპოროზი). პრეპარატი გადაადგილდება მცენარის სისტემაში და იცავს მას ხანგრძლივი პერიოდით. აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, თრგუნავს პათოგენის უჯრედებს. გააჩნია მაღალი ეფექტი ვაზის, კაკლოვნების, ხორბლის, ქერის, პომიდვრისა და სხვა მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ.

 

  • უპირატესობები
  •  ეფექტურია მრავალი კლასის სოკოების წინააღმდეგ
  • ახასიათებს ანტისპორაციული, სამკურნალო მოქმედება
  • უზრუნველყოფს კულტურის ხანგრძლივ დაცვას
  • გააჩნია კარგი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ
  • აქვს სწრაფი და ეფექტური მოქმედება (შეტანიდან 2-3 საათში)
  • თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან
  • პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს მცენარის ფიზიოლოგიურ თვისებებზე

 

  • თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან.სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი. რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის  ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი

0.6-0.8

ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, შავი სილაქავე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: 1-შესხურება- როდესაც ყლორტი 25-30 სმ მი-აღწევს. მეორე და სხვა 10-15 დღიანი ინტერვალით. პრეპარატი გამოიყენება სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით.აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სტრობილურინებისაგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის ფუნგიციდი. დაავადების წინააღმდეგ წამლობები ტარდება კლიმატური პირობების გათვალისწინებით. 21(3-4)
კაკლოვნები (ნუში, კაკალი, თხილი, ფისტა) 0.6-1.0 ანთრაქნოზი, კლასტეროსპორიოზი, მონილიოზი,ყავისფერი სიდამპლე, ქეცი, ჟანგა, ალტერნარიოზი, მწვანე ნაყოფის სიდამპლე, ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ან პრევენციის მიზნით. 21(3-4)
ციტრუსი 0.6-1.0 ანთრაქნოზი, ცხიმოვანი ლაქიანობა, სეპტორიოზი, ალტერნარიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ან პრევენციის მიზნით. 21(2-3)

ბაღჩეული კულტურები (საზამთრო, ნესვი, კიტრი, ყაბაყი)

0.4-0.6

ჭრაქი, ანთრაქნოზი, კუთხისებრი ლაქიანობა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: 1 შესხურება ტარდება პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე და გრძელდება კლიმატური პირობების გათვალისწინებით 7-10 დღის ინტერვალით. ხარჯვა-800ლ/ჰა. 3(2)

მარცვლოვნები (ქერი, ხორბალი, შვრია, ჭვავი)

0.3-0.5

ხორბლის ფესვის სოკოვანი დაავადება, ნაცარი, ჟანგა, ლაქიანობა, რინკოსპორიოზი, თავთავის ფუზარიოზი, სეპტორიოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენეთ მე-2 მუხლის სტადიიდან ყვავილობამდე

30(1)
სიმინდი

0.5

ჟანგა, ანთრაქნოზი, ფოთლების მურა ლაქიანობა, ღეროს ლაქიანობა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენეთ სეზონის დასაწყისში დაავადების პრევენციის მიზნით, ფოთლებზე და ღეროებზე ადრეულ ეტაპზე 21(1)

პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა

0.4-0.6

ჭრაქი,სიდამპლე, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პომიდორის შემთხვევაში 1 შესხურება- ნაყოფების წარმოქმნა, 1-2 მტევანი; მე-2-ყვავილობა , 3-4 მთევანი 10-12-დღიანი ინტერვალით. პრეპარატი გამოიყენება ღონისძიებათა სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით.

3(2)
ფოთლოვანი ბოსტნეული (სალათა, არდი, რუკოლა, ისპანახი) 0.4-0.6

ნაცარი,ისპანახის ჭრაქი, სკლეროტინიოზი, ალტერნარიოზი, ჭრაქი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ან პრევენციის მიზნით. 7(2)
კომბოსტო 0.4-0.6 ჭრაქი, ალტერნარიოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენის- თანავე ან პრევენციის მიზნით.

15(2)
კარტოფილი 0.6-1.0 ჭრაქი, რიზოქტონიოზი, ალტერნარიოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: ბუტონიზაციის ფაზაში და ყვავილობის შემდეგ 7-10 დღის ინტერვალით.პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში სტრობილურინებისაგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის ფინგიციდებთან მონაცვლეობით.

15(2)
სტაფილო 0.4-0.6

ალტერნარიოზი, ნაცარი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე და გრძელდება კლიმატური პირობების გათვალისწინებით 7-14 დღის ინტერვალით, ან პრევენციის მიზნით. 7(2)
პარკოსნები (ლობიო, მწვანე ლობიო, ბარდა) 0.8-1.0 ჟანგა, ანთრაქნოზი,ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ან პრევენციის მიზნით. 14(2)
კენკროვნები 0.4-0.6

ფოთლების ლაქიანობა, ნაცარი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენის- თანავე 7-10 დღის ინტერვალით. 15( 2)

ბოლქვოვანი მცენარეები (ნიორი, ხახვი, ჭკვალი)

0.4-0.6 ალტერნარიოზი, ჟანგა, პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-15 სმ ზომის ფოჩების გამოსვლიდან და 8-14 დღის ინტერვალით. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში სტრობილურინებისაგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის ფინგიციდებთან მონაცვლეობით. 15(2)
სატაცური 0.8-1.0 მეწამული ლაქიანობა, ჟანგა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: ყლორტების გამოჩენამდე 7(2)
არტიშოკი 0.8-1.0

ნაცარი, პერენოსპოროზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: გამოიყენება პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ან პრევენციის მიზნით. 7(2)
ნიახური 0.8-1.0 ფიტოფტოროზი, ფოთლების ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე 7-10 დღის ინტერვალით ან პრევენციის მიზნით. 7(2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია