მარაგშია
კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | დაავადება | გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაშლი, მსხალი | 1.8-2.25 | ქეცი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდდში: პირველი - ყვავილობამდე, მე-2- თეთრი და ვარდისფერი როზეტის კვირტში. მე-3- ყვავილების ფურცლების 70–80%-ის ჩამოცვენისას, მე-4 და სხვა შესხურება, როდესაც ეკოლოგიური პირობები შესაფერისია დაავადების პროგრესირებისთვის 10 დღის ინტერვალით, სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. | 14(4) |
კურკოვანი კულტურები (ატამი, გარგარი, ქლიავი) | 3.0 | ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. | 14(3) |
ვაზი | 2.0-3.0 | ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფომოფსისი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 7-12 დღის ინტერვალით სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. | 14(3) |
ციტრუსი | 6.0-7.5 | ნაცრისფერი სიდამპლე | პირველი შესხურება - წვიმების დაწყებამდე შემოდგომით. მე-2 - პირველი წამლობიდან 15 დღეში, თუ ამინდები წვიმიანია. ღეროს ინფექციების საწინააღმდეგოდ: ინფიცირებულ ხეებში ჭრილობები უნდა გასუფთავდეს ხის საღი ქსოვილებამდე ოქტომბერში, იანვარსა და მარტში. | 14(3) |
იაპონური ზღმარტლი (მუშმალა) | 3.0-3.6 | ქეცი | პირველი წამლობა შემოდგომაზე ყვავილის კვირტების დაბერვამდე, მე–2 ყვავილის კვირტის გახსნამდე, მე–3 ყვავილების ფურცლების ცვენის შემდეგ, მე–4 მესამე წამლობის 10 დღეში და მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე. | 14(4) |
ბოსტნეულის ნერგები | 4.0-5.0 | ფესვის სიდამპლე, პიტიუმი, რიზოკტინია, ფუზარიუმი, ფიტოფტორა, ალტერნარია, სკლეროტინია | წამლობა იწყება დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისას და გრძელდება 7 დღის ინტერვალით სანამ დაავადება არ შეჩერდება. | 14(2-3) |
კიტრი,პომიდორი | 1.0-1.5 | ფიტოფტორა, ნაცრისფერი სიდამპლე, პერენოსპოროზი | შესხურება იწყება დაავადებების პირველი ნიშნის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. დაავადების მიმდინარეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. | 14(2-3) |
სალათის ფურცელი | 1.5-2.0 | ჭრაქი | დაავადების აღმოჩენამდე ნერგებზე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური წამლობა. შემდეგ, შესხურება უნდა გაგრძელდეს ერთი კვირის ინტერვალით, სანამ ნერგები არ გადაირგვება მინდორში. საველე პერიოდში, შესხურება უნდა დაიწყოს, როდესაც დაავადება გამოჩნდება და გაგრძელდეს 7 დღის ინტერვალებით. | 28(3-4) |
ხახვი | 0.6-0.9 | პერენოსპოროზი | შესხურება იწყება დაავადების პირველი სიმპტომის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. | 28(3-4) |
კარტოფილი | 1.4-1.75 | ფიტოფტოროზი | შესხურება იწყება დაავადების პირველი სიმპტომის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. | 28(2-3) |
მიხაკი (დეკორატიული მცენარე) | 1.5 | ჟანგა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10 დღის ინტერვალით. | 14(2-3) |