მაკუსოლი

ფუნგიციდები

მაკუსოლი

60.00

მარაგშია

  • შემადგენლობა: ტებუკონაზოლი 200გ/ლ + აზოქსისტრობინი 120გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (EC)
  • მწარმოებელი: "Clone Kimya", თურქეთი 🇹🇷

 

  • მაკუსოლი წარმოადგენს ორკომპონენტიან, სისტემურ-კონტაქტურ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების სოკოვანი დაავადებებისგან ფართო სპექტრით დასაცავად. იგი აერთიანებს ორ განსხვავებული მექანიზმის მქონე ნივთიერებას, რაც გამორიცხავს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ სამკურნალო ეფექტს. პრეპარატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის (დაავადების ნიშნების გამოჩენამდე), ისე სამკურნალოდ.

 

  • უპირატესობები
  • ◾ხასიათდება პროფილაქტიკური, სამკურნალო და დამცავი მოქმედებით
  • ◾აქვს ხანგრძლივი დაცვის უნარი
  • ◾გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი
  • ◾აჩერებს დაავადების განვითარებას, დაავადების ადრეულ ეტაპებზე
  • ◾ახასიათებს სწრაფი მოქმედების თვისება

 

 

კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.6-0.8 ნაცარი, ჭრაქი,  შავი სიდამპლე, ფომოფსისი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
21(3)
ხორბალი, ქერი 0.4-0.7 ფესვის სიდამპლე, მურა, ყვითელი და ღეროს ჟანგა, ფუზარიოზი, ნაცარი, რინკოსპორიოზი, ლაქიანობა, სეპტორიოზი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
56(2-3)
ციტრუსი 1.0-2.0 ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, სეპტორია, ფოთლის ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
15(2-3)
ჟოლო, მარწყვი, მოცვი 0.3-0.4 ნაცარი, ჭრაქი,  ფოთლის ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
7(2-3)
კაკალი, ნუში, თხილი, ფისტა 0.8-1.2 ანთრაქნოზი, სიდამპლე, ქეცი, ჟანგა, ალტერნარიოზი, მწვანე ნაყოფის სიდამპლე, ფოთლის ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
21(2-3)
პომიდორი,
ბოსტნეული
0.6-0.8 ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი, ალტერნარიოზი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
14 (1-2)
კიტრი, ნესვი, საზამთრო გოგრა 0.5-0.6 პერენოსპოროზი, ალტერნარიოზი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
14 (1-2)
ხახვი, ნიორი,
კარტოფილი
0.2-0.4 ჟანგა, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
14 (1-2)
წიწაკა 0.4-0.5 ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის
პერიოდში
14 (1-2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია