მელტოლანი 20 სფ

აკარიციდები

მელტოლანი 20 სფ

24.00

მარაგშია

       

სისტემური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი

  • შემადგენლობა: ტებუფენპირადი 200გ/კგ
  • პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი ( WP )   
  • მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი 🇹🇷

 

  • მახასიათებლები

მელტოლანი არის ტრანსლამინარული მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის მავნე ტკიპებსა და ჭიჭინობელებს. პრეპარატი გამოყენებისთანავე იჭრება მცენარეში და ეფექტურად ანადგურებს მავნებლებს. მელტოლანი მოქმედებს ტკიპების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ტკიპების კვერცხებზეც. გააჩნია შერჩევითი მოქმედების უნარი. მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე პრეპატარი ინარჩუნებს ეფექტურობას. ეფექტი შეიმჩნევა შესხურების პირველივე დღიდან. 

  • თავსებადობა

მელტოლანი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი პრეპარატის ხარჯვის ნორმს კგ/ჰა მავნებელი გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი 0.3-0.45 აბლაბუდიანი ტკიპა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2)
მსხალი 0.4-0.5 მსხლის ფსილა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2)
ვაზი 0.4-0.5 ვაზის ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ჭიჭინობელა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2)
პომიდორი 0.3-0.375 აბლაბუდიანი ტკიპა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10(2)
პარკოსნები 0.3-0.375 ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10(2)
მარწყვი 0.24-0.3 ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10(2)

 

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია