10.01.2024

Copper-containing fungicide from Italy

ხეხილის და ვაზის მოვლა-მოყვანა ადრეული გაზაფხულიდან იწყება, როცა ჯერ კიდევ კვირტების გახსნა არ არის დაწყებული, კულტურები აუცილბელია რომ დავამუშავოთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად საშიში დაავადებები და მოსავალიც მაღალი და ხარისხიანი მივიღოთ.

აგროსიმა წარმოგიდგენთ მაღალეფექტურ, გამოცდილ ევროპულ ფუნგიციდს

რამინი 30 წდგრ-ს

რამინი - დამცავი და სამკურნალო თვისებების მქონე ფუნგიციდი კულტურებში სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის წარმოადგენს წყალში ხსნადი მიკროგრანულებისგან შემდგარ პრეპარატულ ფორმას რომელსაც წარმოების ორიგინალური პროცესების და ნაწილაკების სიწმინდის გამო ფოთლების ზედაპირზე მიწებების და გადანაწილების განსაკუთრებული უნარი გააჩნია. ეს თვისებები უზრუნველყოფს ფუნგიციდური და ბაქტერიული ეფექტიანობის ზრდას და სპილენძის დოზების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც თავის მხრივ გარემოს დაცვას უწყობს ხელს. პრეპარატი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. არ შეიცავს საღებავებს.

 

მახასიათებლები:

  • აფერხებს სოკოვანი დაავადებების განვითარებას
  • გააჩნია ფოთლებზე მიწებების და განაწილების უნიკალური უნარი
  • უზრუნველყოფს ფუნგიციდური და ბაქტერიული ეფექტიანობის ზრდას.

პრეპარატი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან.

რამინის გამოყენება ნებადართულია ორგანულ(ბიო) მეურნეობებში!

რამინი გამოიყენება: ვაზზე, ხეხილოვან, ციტრუსოვან, კაკლოვან და კენკროვან კულტურებზე, ასევე მრავალ ბოსტნეულ კულტურებში.

რამინი ეფექტურია შემდეგი დაავადებების მიმართ: ჭრაქი, შავი ლაქიანობა, შავი სიდამპლე, ქეცი, ტოტების ხმობა, ანთრაქნოზი, ბაქტერიული დამწვრობა,ალტერნარიოზი, მონილიოზი, კლასტეროსპოროზი და სხვა.

  • შემადგენლობა: სპილენძის ოქსიქლორიდი 550გ/კგ, 

                              სუფთა სპილენძის მიხედვით 300გ/კგ

  • პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერგირებადი გრანულები (WG)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია

კომპანია „Chemia S.P.A.“ “ქემია .. წარმოადგენს იტალიურ კომპანიას რომელიც დაარსების დღიდან დღემდე გამოირჩევა სანდოობით, ხარისხიანი პროდუქციით და მაღალი ცნობადობით ადილობრივ ბაზარზე. მისი წარმოებული აგროქიმიკატები და პესტიციდები წარმოებულია უმაღლესი ევროსტარნდარტით რასაც მოწმობს სერთიფიკატები ISO 14001 და ISO 9001.

„Chemia S.P.A“ “ქემია ს.პ.ა“ ლიცენზირებულია ევროკავშირის მიერ ყველა ტოქსიკოლოგიური კატეგორიის აგროქიმიკატების წარმოებაში, აწარმოებს რა ყველანაირ ფორმულაციას როგორებიცაა: ფხვნილები, კონცენტრატები, გრანულები, დისპერგირებული გრანულები და სითხეები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.agrosima.ge

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი

პრეპარატის  ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა)

                 დაავადება

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

ვაზი

 

2,0-2,2

ჭრაქი, შავი ლაქიანობა (ფომოფსისი, სიწილე, შავი სიდამპლე, ყლორტების ხმობა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-8 დღიანი ინტერვალით: პირველი პრევენციული დამუშავება. მაღალი დოზა გამოიყენება დაავადების გაძლიერების ფაზაში ან წვიმიან სეზონში. ხარჯვა 700-1000ლ/ჰა

14(4-6)

ვაშლი

მსხალი

1,9-2,5

1,5-2,1

ქეცი ტოტების ხმობა

დამწვრობა, წვერის ლპობა

პირველი დამუშავება შემოდგომა-ზამრის პერიოდში, მეორე - ვეგეტატიური ორგანოების ზრდის დროს ანუ კოკრების დამსხვილების დროს, შემდეგი - მწვანე წვეროები, ნაყოფების წარმოქმნა. წამლობა უნდა შეჩერდეს ყვავილობისას. ხარჯვა 1200ლ/ჰა

14(2-3)

მსხალი

0,5-0,9

ბაქტერიული დამწვრობა

შემოდგომა-ადრე გაზაფხულის წამლობა

14(3-4)

ვაშლის/მსხალი

2,5

ფიტოფტოროზი

სუსპენზიის ხარჯვა 10-15 ლ (20-40გ/100ლ) ერთი წამლობა

14(1)

კურკოვანი ხილი

(ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ალუბალი, ბალი, ქლიავი)

 

1,9-2,4

ფოთლის სიხუჭუჭე, სიდამპლე, კლასტეროსპოროზი, ბაქტერიული დაავადებები, ნეკროზი, მონილია, ფოთლების დაზიანება

მხოლოდ ზამთრის დამუშავება

14(3-4)

ციტრუსები

1,6-2,4

ყლორტების წვეროს სიდამპლე, ბაქტერიული დაავადება სკები, ობი

პრეპარატით დამუშავება ხდება ზამთრის ბოლოს

14(2-3)

ზეთისხილი

1,9-2,2

ფოთლის ლაქიანობა, სიდამპლეები, ობი

პრევენციული დამუშავება დაავადებებისათვის ოპტიმალური პირობების  დადგომისას და მასობრივი გავრცელებისას

14(2-3)

კივი

2,4

ყლორტების წვეროს სიდამპლე, ალტერნარიოზი, ბაქტერიული დაავადებები

პრეპარატით დამუშავება ხდება ზამთრის ბოლოს

14(1-2)

კაკლოვნები (თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი)

1,9-2,2

ტოტების ხმობა, ფოთლის მურა ლაქიანობა, ბაქტერიული დაავადებები

დამუშავება შემოდგომა-ზამრის პერიოდში

14(1-2)

კენკროვნები (მარწვი, მოცვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი)

1,5-2,0

სპტორიოზი

დამუშავება შემოდგომა-ზამრის პერიოდში და ასევე ვეგეტატიური ორგანოების ზრდის დაწყებისას

14(1-2)

პომიდორი/ ბადრიჯანი

1,6-1,8

ჭრაქი, ბაქტერიული დაავადებები, ფიტოფოროზი

პრევენციული დამუშვება დაავადების გაჩენამდე, შემდეგ განმეორება საჭიროების შემთხვევაში

14(3-4)

გოგროვნები (საზამთრო, ნესვი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა)

 

1,0-1,7

ჭრაქი, ანთრაქნოზი, კუთხოვანი ლაქიანობა

დამუშავება დაავადების გაჩენამდე და საჭიროების შემთხვევაში

14(1-2)

ბოლქოვანი კულტურები (ნიორი, ხახვი, ჭლაკვი)

0,8-1,7

ჭრაქი

დამუშავება დაავადების გაჩენისთანავე ხელსაყრელ პირობებში

14(3-5)

ფოთლოვანი კულტურები (სალათა, ისპანახი, რუკოლა)

 

 

0,8-1,7

ჭრაქი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ბაქტერიული ლპობა და ლაქიანობა

14(3-5)

კომბოსტო

0,8-1,7

ჭრაქი, ალტერნარიოზი, შავი სიდამპლე

დამუშავება დაავადების გაჩენისთანავე ხელსაყრელ პირობებში

14(3-5)

პარკოსნები (ლობიო, მწვანე ბარდა, ბარდა, მუხუდო)

0,8-1,7

ანთრაქნოზი, ჭრაქი, ბაქტერიული დაავადება, ბაქტერიული სიდამპლე

დამუშავება დაავადების გაჩენისთანავე ხელსაყრელ პირობებში

14(3-5)

ყვავილები, დეკორატიული მცენარეები

0,8-1,7

ჭრაქი, ვარდის შავი ლაქიანობა, მიხაკის ალტერნარიოზი, დაფნის ხმობა, ობი

14(1-2)

კაროფილი

1,6-2,1

ალტერნარიოზი, ჭრაქი, ფიტოფტოროზი

დამუშავება დაავადების გაჩენისთანავე ხელსაყრელ პირობებში

14(1-2)

Copper-containing fungicide from Italy

Last news